მამუკა მდინარაძის თქმით, ოთარ ფარცხალაძე გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა

„ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერის ინფორმაციით, ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაბარებული იყო.

მისივე ცნობით, ფარცხალაძე გამოკითხვაზე უკვე იმყოფებოდა.


„კითხვა არის საგამოძიებო უწყებასთან, მე არ მაქვს დეტალური ინფორმაცია გამოძიების შესახებ. მე მხოლოდ ვარაუდი შემიძლია გამოვთქვა, გამახსენეთ თუ შეიძლება მტკიცებულება რა იყო მის ბრალდების დამადასტურებელი და აუცილებლად ავდგები და მეც ვიკითხავ როგორც პარლამენტის წევრი, ჩემი უფლებამოსილების ფარგლებში იმ მტკიცებულებასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ იბარებენ. თუ არაფერია და ცარიელი ფურცელია, შეიძლება კითხვაც კი რა უნდა დაუსვა, არ არსებობდეს პოზიცია საგამოძიებო უწყებაში.

სამწუხაროდ, ჩვენ არ მიგვიღია არც ერთი ფრაზა, არათუ მტკიცებულება ბრალდების დამდასტურებელი. თქვენ რომ იყოთ გამომძიებელი - აგენტი ხომ არ ხართო - ეს უნდა კითხოთ კაცს? თქვენ თუ გიმხელენ, საზოგადოებას, ჩვენ არ გვიმხელენ, სუს- ში მაინც უნდა მიაყოლონ ერთი მტკიცებულება იმას, რომ ეს ადამიანი არის აგენტი! თუ არ მიაყოლებენ, კითხვასაც ვერ დაუსვამენ, კითხვის დასმის საფუძველი რომ იყოს, ერთი მტკიცებულება მაინც უნდა მიაწოდონ. ვთხოვთ, ვემუდარებით, მიაწოდონ ასეთი ერთი მტკიცებულება", - განაცხადა მდინარაძემ.

უფრო ადრე მდინარაძე აცხადებდა, რომ გაუგებარია, რის საფუძველზე უნდა დაიბარონ ფარცხალაძე გამოკითხვაზე, როცა მტკიცებულებები არ მიუღიათ და თუ მტკიცებულებები არ არის და „თუ ცარიელი ფურცელია, კითხვაც კი რა უნდა დაუსვან ამაზეც კი შეიძლება პოზიცია არ არსებობდეს".


განახლება: სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს მმართველი პარტიის წევრის, მამუკა მდინარაძის ინფორმაციას, რომ გამოკითხვაზე იყო მისული ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე. უწყების პრესსამსახურში განაცხადეს, რომ სხვა ინფორმაციას არ ფლობენ.


შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.


ასევე წაიკითხეთ: