აშშ-მ ვიეტნამს შესაძლოა, F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავები გადასცეს

აშშ-სა და ვიეტბნამს შორის შესაძლოა, შეთანხმება გაფორმდეს, რომლის თანახმად, ვაშინგტონი ვიეტნამს იარაღს და F-16-ის ტიპის საბრძოლო თვითმფრინავებს გადასცეს. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.


სააგენტო წერს, რომ გარიგება ჯერ კიდევ ადრეულ ეტაპებზეა და მისი ზუსტი პირობებით ჯერ არ არის შემუშავებული.

აღსანიშნავია, რომ ეს საკითხი ვიეტნამსა და აშშ-ის ოფიციალური მოლაპარაკებების მთავარი თემა გახდა გასული თვის განმავლობაში, ჰანოიში, როდესაც ბაიდენი ვიეტნამს ეწვია.


თეთრი სახლისა და ვიეტნამის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერებმა კომენტარის მიწოდების შესახებ თხოვნას არ უპასუხეს.

„ჩვენ გვაქვს ძალიან პროდუქტიული და პერსპექტიული უსაფრთხოების ურთიერთობა ვიეტნამელებთან და ჩვენ ვხედავთ მათგან საინტერესო მოქმედებას ზოგიერთ ამერიკულ სისტემასთან დაკავშირებით, რაც მათ დაეხმარება, უკეთ აწარმოონ მონიტორინგი თავიანთი საზღვაო დომენებზე, შესაძლოა,“ - განაცხადა აშშ-ის ოფიციალურმა პირმა Reuters-ის ცნობით.

ბაიდენი ვიეტნამში 10 სექტემბერს ჩავიდა.

მედიამ ბაიდენის ვიზიტს რეგიონში ჩინეთის წინააღმდეგ ბრძოლის უახლესი მცდელობა უწოდა.