ომის შედეგად დაზარალებული უკრაინის ეკონომიკა წლიდან წლამდე პირველად გაიზარდა მას შემდეგ, რაც რუსეთი გასულ წელს უკრაინაში შეიჭრა. კრემლის 2022 წლის თებერვლის თავდასხმის შემდეგ რამდენიმე თვეში და შემდგომ 2023 წელს, მთლიანი შიდა პროდუქტი მეორე კვარტალში 19,5%-ით გაიზარდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. სააგენტო Bloomberg-ი სახელმწიფო სტატისტიკის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეყრდნობა.
„ეროვნული ბანკი 2023 წელს ეკონომიკის 2,9 პროცენტით ზრდას ელის,“ წერს Bloomberg-ი.
„ფინანსთა სამინისტრო 2023 წლის ბოლოსთვის უკრაინის მშპ-ის 3%-ზე მეტ ზრდას ელის. იმავდროულად, ეკონომიკის სამინისტროში ვარაუდობენ, რომ უკრაინის ეკონომიკა წელს 4%-ით გაიზრდება, ექსპერტების აზრით კიმ რეალური მშპ-ის ზრდა 4,5%-ს შეადგენს,“ - წერს თავის მხრივ, უკრაინული სააგენტო Unian-ი.