სომხეთი ითხოვს ეფექტიანი საერთაშორისო მექანიზმის შექმნას, რომელიც „აღკვეთს მთიანი ყარაბაღის ძირძველი მოსახლეობის ეთნიკურ წმენდას“. ამის შესახებ გაეროს გენერალური ასამბლეის ტრიბუნიდან განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა.მინისტრი აცხადებს, რომ ყარაბაღში გენოციდის რისკი არსებობს.
მირზოიანის განცხადებით, განმეორებითი აგრესია სომხეთის რესპუბლიკის სუვერენული ტერიტორიის წინააღმდეგ და სამხედრო ტაქტიკა მთიანი ყარაბაღის ხალხის წინააღმდეგ მნიშვნელოვნად არღვევს მშვიდობასა და სტაბილურობას ჩვენს რეგიონში, მასიურად არღვევს ადამიანის უფლებებსა და ჰუმანიტარულ სამართალს, წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს სომხებისთვის.“
„შიმშილის, როგორც ომის მეთოდის გამოყენება, ადამიანებისთვის საარსებო საშუალებების ჩამორთმევა, ხელის შეშლა, ჰუმანიტარული ხელმისაწვდომობის უარყოფა, ჰუმანიტარული საქმიანობის შეფერხება წარმოადგენს სასტიკი დანაშაულის ადრეულ გამაფრთხილებელ ნიშნებს. არაერთმა საერთაშორისო უფლებადამცველმა ორგანიზაციამ, იურისტებმა, გენოციდის მკვლევრებმა, ცნობილმა დამოუკიდებელმა ექსპერტებმა, მათ შორის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ყოფილმა პროკურორმა და გაეროს გენერალური მდივნის ყოფილმა სპეციალურმა მრჩეველმა მთიან ყარაბაღში არსებული სიტუაცია დაახასიათეს, როგორც გენოციდის რისკი,“ – ამბობს მირზოიანი.
-
ჯეიჰუნ ბაირამოვი: აზერბაიჯანმა ყარაბაღში საკუთარ მიზანს მიაღწია
-
პოლ გობლის ანალიზი ყარაბაღში მიმდინარე პროცესებზე