ესტონეთის პრეზიდენტი: მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე

ესტონეთის პრეზიდენტი, ალარ კლარისი სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ აცხადებს, რომ ესტონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას.


„შესანიშნავი შეხვედრა მქონდა საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილთან. ესტონეთი საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მხარდაჭერისადმი მტკიცედ ერთგულია. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოს წარმატებას ევროკავშირის გზაზე,'' - წერს ალარ კლარისი.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი დღეს, 25 სექტემბერს ესტონეთის პრეზიდენტს, ალარ კლარისს შეხვდა.

სალომე ზურაბიშვილი ლატვიისა და ლიეტუვის პრეზიდენტებთანაც გამართავს მოლაპარაკებებს.