ჯო ბაიდენი შარლ მიშელსა და ურსულა ფონ დერ ლაიენს ვაშინგტონში, სამიტზე უმასპინძლებს

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი, ევროკავშირის ლიდერებს შარლ მიშელს და ურსულა ფონ დერ ლაიენს 20 ოქტომბერს, ვაშინგტონში სამიტზე უმასპინძლებს. AFP-ს ცნობით, ამის შესახებ  ევროპელმა მაღალჩინოსანმა განაცხადა.


ევროკავშირი-აშშ-ის ბოლო სამიტი ბრიუსელში, 2021 წლის ივნისში გაიმართა, თუმცა ბაიდენი ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის ლიდერის შეკრების სტუმარი იყო გასული წლის მარტში.

მომავალი შეხვედრის მიზანი ტრანსატლანტიკური პარტნიორობის გაძლიერება იქნება, რათა უკეთ ებრძოლონ ისეთ კრიზისებს, როგორიცაა კლიმატის ცვლილება.

ამასთან, როგორც მედია წერს, ვაშინგტონი და ბრიუსელი, უკრაინაში რუსეთის შეჭრის ფონზე, ერთიანობის მძლავრ გზავნილს გააგზავნიან ბევრ საკითხთან დაკავშირებით.