ნაუსედა: საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას

საქართველოსთვის მნიშვნელოვანია, მოახდინოს თავისი გეოპოლიტიკური პოზიციის სინქრონიზაცია ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან და თანმიმდევრულად დაუჭიროს მხარი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების პოლიტიკას, განაცხადა ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ.

ის ლიეტუვაში ჩასულ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.


ლიდერებმა განიხილეს ევროინტეგრაციის პერსპექტივები, ევროკომისიის რეფორმებისა და რეკომენდაციების განხორციელების პროგრესი და რეგიონში უსაფრთხოების ვითარება. ლიტვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ საქართველომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად აუცილებელია პროგრესის დემონსტრირება რეფორმებისა და ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელებაში, განსაკუთრებით ისეთ სფეროებში, როგორიცაა საზოგადოების პოლიტიკური დეპოლარიზაცია, სასამართლო რეფორმა, დეოლიგარქიზაცია და თავისუფალი მედია.


ლიეტუვის ლიდერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ლიეტუვა მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად და მოუწოდა საქართველოს, არ დაკარგოს ისტორიული შესაძლებლობა ევროკავშირის ქვეყნის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.