დედაქალაქის მერი, კახა კალაძე საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების თაობაზე „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს” მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ განურჩევლად ეროვნებისა, ვინც საქართველოში დაარღვევს კანონს და კონსტიტუციას წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.
„მე არ ვიცი, თქვენ რომელ კომპანიებზე საუბრობთ, მე არ მაქვს ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით და არც მონაცემები გამაჩნია, ამიტომ, დეტალებში ვერ შევალ. ზოგადად ის, რომ ბიზნესი ვითარდება, სხვადასხვა კომპანია იხსნება სხვადასხვა მიმართულებით, ეს რა თქმა უნდა, აჩენს კონკურენციას და ამაში ცუდი არაფერი არ არის.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საქართველოში მოქმედებს კანონები, კონსტიტუცია, მნიშვნელობა არ აქვს, ეს რუსი იქნება, ამერიკელი, ირანელი, ავსტრიელი, ვინც დაარღვევს კანონს და კონსტიტუციის წინააღმდეგ წავა, ამას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება, ძალიან მარტივად,“ - განაცხადა კალაძემ.