ლაშა ხუციშვილი: ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობა

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა განაცხადა, რომ ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა, რამაც ნეგატიურად იმოქმედა უკვე 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც,

მისივე თქმით, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია.


„მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი დავაზუსტეთ, რომელიც თავიდან 5% იყო და მაშინვე ვთქვით, რომ ეს კონსერვატორული მიდგომა იყო. ჩვენს ძირითად საექსპორტო პროდუქტებზე დღესდღეობით საერთაშორისო ბაზრებზე ძალიან არასახარბიელო მდგომარეობაა. ამან ნეგატიურად იმოქმედა უკვე იმ 8 თვის ეკონომიკურ ზრდაზეც, რაც გვაქვს.


ვფიქრობ, ამ პირობებში 7%-იანი ზრდა ძალიან კარგი შედეგია. ჩვენი მოლოდინით, საერთაშორისო ბაზრებზე მდგომარეობა გაუმჯობესდება და აღდგება იმ პროდუქტების ექსპორტი, რომელიც ერთ-ერთი წარმმართველი იყო ეკონომიკური ზრდისთვის. ბუნებრივია, ასეთ შემთხვევაში ეკონომიკური ზრდის პროგნოზი გადაიხედება ზრდის მიმართულებით და წლის განმავლობაში დაკორექტირდება“, – განაცხადა ხუციშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.