შვეიცარიის მთავრობა უკრაინას ტერიტორიების განაღმვისთვის დაახლოებით, 110 მილიონ დოლარს (100 მილიონი შვეიცარიული ფრანკს) გამოუყოფს. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
შვეიცარია უკვე მონაწილეობს უკრაინაში ჰუმანიტარული განაღმვის ღონისძიებებში. დამატებითი პაკეტი კი, ამ სამუშაოს კიდევ უფრო გააძლიერებს.
„სულ 100 მილიონი შვეიცარიული ფრანკი გამოიყოფა ჰუმანიტარული განაღმვისთვის 2024-დან 2027 წლამდე, თავდაცვის, სამოქალაქო დაცვისა და სპორტის ფედერალური დეპარტამენტისა, და შვეიცარიის საგარეო საქმეთა ფედერალური დეპარტამენტის (FDFA) მიერ," - ნათქვამია მთავრობის განცხადებაში.