ესტონეთი აშშ-სგან ATACMS-ის ტიპის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს

ესტონეთის თავდაცვის სახელმწიფო საინვესტიციო ცენტრის დირექტორმა, მაგნუს საარმა განაცხადა, რომ ესტონეთი აშშ-სგან HIMARS გამშვებებსა და ATACMS-ის შორ მანძილზე მოქმედ რაკეტებს ყიდულობს.

დანადგარების, რაკეტების და სხვა სატელიტური აღჭურვილობის შესყიდვის ხელშეკრულება გასული წლის დეკემბერში გაფორმდა. მიწოდება 2025 წლის განმავლობაში იგეგმება.


ინფორმაციისთვის, MGM-140 ATACMS - ამერიკული კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების ხმელეთი-ხმელეთი ტიპის ტაქტიკურ-ბალისტიკური რაკეტაა. ATACMS-ის გაშვება შესაძლებელია ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემებიდან, როგორიცაა, M270 და M142 HIMARS.

ტაქტიკური სარაკეტო სისტემა ATACMS-ის მოქმედების რადიუსი 310 კილომეტრია.