კიევი ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების ისტორიულ შეხვედრას მასპინძლობს

ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები კიევში იკრიბებიან. ეს პირველი ასეთი შეხვედრაა. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული.

„ჩვენ ვიწვევთ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ისტორიულ შეხვედრაზე უკრაინაში, კანდიდატ ქვეყანასა და ევროკავშირის მომავალ წევრ სახელმწიფოში,“ - წერს საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჯოზეფ ბორელი სოციალურ პლატფორმა X-ზე. ბორელთან ერთად გამართული პრესკონფერენციის დროს, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება ევროკავშირის ოფიციალურ პირებს მიესალმა.


ისინი საგარეო საქმეთა საბჭოს სესიაზე შეიკრიბნენ. ვიზიტი წინასწარ არ იყო გამოცხადებული. კულებამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ის ფაქტი, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები იკრიბებიან კიევში, უკრაინისადმი ევროკავშირის უწყვეტი მხარდაჭერის გზავნილია.

ევროკავშირის მთავარი დიპლომატები ასევე შეისწავლიან პრეზიდენტ ზელენსკის სამშვიდობო ფორმულას, მიმდინარე ომის დასასრულებლად.