ნორვეგიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის უახლესი სანქციების პაკეტს შეუერთდა.
სკანდინავიური ქვეყანა ჯერ კიდევ განიხილავს, თუ როგორ განახორციელოს პორტებში დაშვების აკრძალვა გემებისთვის, რომლებიც გემიდან გემზე ნავთობის გადაცემაში მონაწილეობენ.
ცნობისთვის, ნორვეგია რუსეთის სანომრე ნიშნების მქონე ავტომანქანებს თავის ტერიტორიაზე შესვლას აუკრძალავს. ეს ზომა დღეიდან, 3 ოქტომბრიდან ამოქმედდება.
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი ივნისში დაამტკიცა.