უკრაინამ და იტალიამ ოდესის საკათედრო ტაძრის აღდგენის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. იტალიის ვიცე-პრემიერის, ანტონიო ტაიანის თქმით, ტაძრის რესტავრაციაში საუკეთესო იტალიელი არქიტექტორები ჩაერთვებიან.
„ეს არის მკაფიო კულტურული და პოლიტიკური გზავნილი უკრაინისთვის," - განაცხადა ტაიანიმ.
უფრო ადრე იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ განაცხადა, რომ იტალია მზადაა, მონაწილეობა მიიღოს ფერისცვალების საკათედრო ტაძრის რეკონსტრუქციაში.
ხსენებული ტაძარი რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაზიანდა.