შეერთებულმა შტატებმა და დანიამ უკრაინის კრიტიკულ ინფრასტრუქტურაში კიბერმდგრადობის შესაქმნელად პარტნიორობის შესახებ გამოაცხადეს.
უკრაინაში აშშ-ის საელჩოს ინფორმაციით, დანია ამ საქმიანობისთვის 2,8 მილიონ დოლარს (20 მილიონი DKK) გაიღებს.
„უკრაინის კიბერ შესაძლებლობების გაძლიერება გადამწყვეტია ქვეყნის ინსტიტუტებისა და ინფრასტრუქტურის დასაცავად, რუსეთის ომის შედეგად გაზრდილი კიბერშეტევების ფონზე. მე მივესალმები დანიის $2,8 მილიონის ინვესტიციას და მოუთმენლად ველით ერთობლივ მუშაობას, რათა უკრაინამ შეძლოს, გაუძლოს რუსეთის კიბერ აგრესიას,“ - განაცხადა შეერთებული შტატების ელჩმა უკრაინაში, ბრიჯიტ ბრინკმა.
აშშ კიბერუსაფრთხოების მდგრადობას USAID-ის პროგრამის მეშვეობით უზრუნველყოფს.