უკრაინამ ნავთობისა და გაზის სამი ჩინური უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში შეიყვანა

კორუფციის პრევენციის ეროვნული სააგენტოს (NACP) ცნობით, ჩინეთის ნავთობისა და გაზის სამი უმსხვილესი კომპანია ომის საერთაშორისო სპონსორების სიას დაემატა.

უკრაინული მხარის ცნობით, რუსეთში საქმიანობით, ჩინური კომპანიები ხელს უწყობენ ომის დაფინანსებას.

ეენი არიან: ჩინეთის ეროვნული ოფშორული ნავთობის კორპორაცია (CNOOC Group), ჩინეთის პეტროქიმიური კორპორაცია (Sinopec Group) და ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია (CNPC).


CNOOC Group არის ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სიდიდით მესამე ეროვნული ნავთობკომპანია CNPC-ისა და Sinopec-ის შემდეგ და არის უმსხვილესი მწარმოებელი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში.

Sinopec Group არის სიდიდით მეორე სახელმწიფო კომპანია ჩინეთში, რომელიც დაკავებულია წიაღისეული საწვავის მოპოვებითა და სპეციალიზირებული ნედლი ნავთობის გადამუშავებაში.

ჩინეთის ეროვნული ნავთობის კორპორაცია არის ჩინეთის უმსხვილესი კორპორაცია და მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ენერგეტიკული კომპანია ნავთობისა და გაზის წარმოებაში.