პოლიტიკა
ახალი ამბები
ევროპისა და კლიმატის საკითხებში გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ანა ლიურმანმა მოუწოდა საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული ღირებულებებისადმი, გააგრძელონ რეფორმები.
ლიურმანის თქმით, იმედია, რომ საქართველოს მთავრობა რეფორმების გზაზე პროგრესს მიაღწევს.
„ვფიქრობთ, რომ ეს ჩვენ გაერთიანებას უფრო ძლიერს და უკეთესს გახდის. ჩვენ მიგვაჩნია, რომ ჩვენს ინტერესებშია, რომ ამ პროცესმა წინ წაიწიოს. ამიტომ ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს მთავრობა პროგრესს მიაღწევს რეფორმების გზაზე იმ პრიორიტეტებთან დაკავშირებით, რომლებიც განსაზღვრა ევროკომისიამ იმისთვის, რომ ევროკომისიამ შეძლოს თვის ბოლოს დადებითი ანგარიშის გამოქვეყნება და წევრი სახელმწიფოების ლიდერების ინფორმირება, რომლებიც დეკემბერში შეიკრიბებიან საბჭოს სხდომაზე გადაწყვეტილების მისაღებად.
შესაბამისად, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას და ყველას საქართველოში, გააკეთონ ყველაფერი, რაც ძალუძთ, რათა აჩვენონ თავიანთი ერთგულება ევროპული პერსპექტივისადმი, ევროპული ღირებულებებისა და იდეებისადმი და ბოლო მომენტამდე გააგრძელონ რეფორმები“, – განაცხადა ლიურმანმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.