ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარის გადარიცხვას ხელი მოაწერა

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა გაეროს განსახლების პროგრამაში მილიონი დოლარი გადარიცხა.

პრეზიდენტის ბრძანებით, გაეროს პროგრამას (UN-Habitat) თანხა გამოეყოფა მსოფლიოში მდგრადი ქალაქების განვითარების მიმართულებით მომგებიანი თანამშრომლობის გაფართოების ხელშეწყობის მიზნით, ასევე, ამ კონტექსტში მშვიდობისა და უსაფრთხოების განმტკიცების მიზნით.


გაეროს მისია მთიან ყარაბაღში 30 წლის განმავლობაში პირველად ჩავიდა.


მათი შეფასებით, გაეროს მისიას არ მოუსმენია სომხებზე ძალადობისა და სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაზიანების ფაქტების შესახებ ცნობები. 


შეგახსენებთ, აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ არაღიარებულ ყარაბაღში „ანტიტერორისტული ღონისძიებების“ დაწყების შესახებ 19 სექტემბერს განაცხადა.

20 სექტემბერს აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ყარაბაღზე სრული კონტროლი დაამყარა და სუვერენიტეტი აღიდგინა. მთიან ყარაბაღში მცხოვრებმა სომხებმა რეგიონის დატოვება დაიწყეს.

28 სექტემბერს მთიანი ყარაბაღის „პრეზიდენტმა“ არაღიარებული რესპუბლიკის არსებობის შეწყვეტის თაობაზე ბრძანებულებას ხელი მოაწერა.

შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა, სამანტა პაუერმა 26 სექტემბერს განაცხადა, რომ აშშ ყარაბაღის მოსახლეობის ჰუმანიტარული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად $11,5 მილიონს გამოყოფს.