სასაზღვრო დავის მოგვარების მიზნით, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა პროტოკოლი გააფორმეს

ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ოფიციალური პირები, რომლებიც ორ ქვეყანას შორის სადავო სასაზღვრო ტერიტორიების დელიმიტაციისა და დემარკაციის საკითხების განხილვის მიზნით შეხვდნენ, განაცხადეს, რომ პროტოკოლს მოაწერეს ხელი. მათ პროგრესზე მიანიშნეს, თუმცა დეტალები არ გახმაურებულა.


ტაჯიკეთის ეროვნული უსაფრთხოების სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარემ, საიმუმინ იატიმოვმა განაცხადა, რომ შეთანხმება 2 ოქტომბერს გაფორმდა ყირგიზეთის ქალაქ ბატკენში. ცენტრალური აზიის ორი ქვეყანა თვეების განმავლობაში განიხილავდა სასაზღვრო დავების გადაჭრის მცდელობებს.

„კონფლიქტები უფრო ნაკლებად უნდა მოხდეს, ამიტომ მოვაწერეთ ხელი #44 ოქმს", - განაცხადა იატიმოვმა. „ჩვენ გულმოდგინედ და კონსტრუქციულად განვახორციელებთ მას ეტაპობრივად, რათა მივაღწიოთ ყოვლისმომცველ და ფუნდამენტურ შეთანხმებას უმოკლეს დროში,“ - აღნიშნა იატიმოვმა.


ყირგიზეთის ეროვნული უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარემ, კამჩიბეკ ტაშიევმა განაცხადა, რომ პროტოკოლი „საფუძველს იძლევა ყველა სასაზღვრო საკითხის გადასაჭრელად.“

„ღმერთმა ქნას, მალე მივიღებთ გადაწყვეტილებას სახელმწიფო საზღვრების განსაზღვრის შესახებ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენი კომისიები უწყვეტად იმუშავებენ [ამ საკითხზე]. ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება გამოიწვევს მშვიდობასა და სტაბილურობას საზღვარზე,“ - აღნიშნა ტაშიევმა.

ორ ქვეყანას შორის ყველაზე სადავო ტერიტორიებია ვორუხის მიმდებარე ტერიტორია, ტაჯიკეთის ტერიტორიის ანკლავი ყირგიზეთში. ბიშკეკი ამტკიცებს, რომ ანკლავისკენ მიმავალი გზა, ტორტ-კოჩო, ყირგიზეთის ნაწილია - როგორც ეს საერთაშორისოდ არის აღიარებული, მაშინ, როცა დუშანბე მას საკუთარ ნაწილად მიიჩნევს.

ყირგიზეთსა და ტაჯიკეთს შორის საზღვარი დაახლოებით 975 კილომეტრია. დელიმიტაციისა და დემარკაციის პროცესი 2002 წელს დაიწყო და 2020 წლის მონაცემებით, დაახლოებით 519 კილომეტრი იყო განსაზღვრული. მას შემდეგ მიღწეული პროგრესის საჩვენებლად, გასულ წელს ყირგიზეთის პრეზიდენტის, სადირ ჯაფაროვისა და ტაჯიკეთის კოლეგას, ემომალი რაჰმონს შორის გამართულ შეხვედრაზე მხარეებმა განაცხადეს, რომ საზღვრის დაახლოებით 664 კილომეტრი იყო განსაზღვრული.


მაგრამ ეს ჯამი წინააღმდეგობაში მოდის ტაჯიკეთის პრეზიდენტის ნათქვამთან, როდესაც იანვარში განაცხადა, რომ საზღვრის 63 პროცენტი - დაახლოებით 614 კილომეტრი - იყო დემარკირებული, რადგან დარჩენილ საზღვარზე სამუშაო მიმდინარეობდა. თითოეული ქვეყნიდან სპეციალური კომისიები აგრძელებენ მოლაპარაკებას.

2022 წლის სექტემბერში ყირგიზეთ-ტაჯიკის სასაზღვრო შეტაკებისას ყირგიზეთის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მისი 63 მოქალაქე დაიღუპა, ხოლო ტაჯიკეთმა 41 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა. შეტაკების დროს დაღუპულთა ნათესავებთან და მეგობრებთან საუბრის შემდეგ, რადიო თავისუფლების ტაჯიკური სამსახური იტყობინებოდა, რომ ტაჯიკეთის 81 მოქალაქე დაიღუპა. ყირგიზეთის და ტაჯიკეთის ხელისუფლებამ ერთმანეთი აგრესიაში დაადანაშაულეს მას შემდეგ, რაც მხარეებმა შეტაკებებში მძიმე არტილერია და ნაღმტყორცნები გამოიყენეს.

ცნობისთვის, ყირგიზეთმა და ტაჯიკეთმა სამშვიდობო ოქმს გასული წლის სექტემბერში მოაწერეს ხელი.