მოლდოვა პრორუსი ოლიგარქის, ილან შორის პარტიის წევრებისთვის არჩევნებში მონაწილეობის აკრძალვას გეგმავს

მოლდოვის პარლამენტი აპირებს, დაამტკიცოს ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, რომელიც პრორუსული პარტიის - „შორის“ წევრებს არჩევნებში მონაწილეობას აუკრძალავს, განაცხადა პარლამენტის სპიკერმა, იგორ გროსუმ 4 ოქტომბერს.

საკონსტიტუციო სასამართლომ პარტია აკრძალა, მაგრამ 3 ოქტომბერს გამოაცხადა, რომ „შორის“ წევრებს შეუძლიათ, მონაწილეობა მიიღონ მომავალ თვეში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში.


პარტიის ხელმძღვანელი და პრორუსი ოლიგარქი ილან შორი ისრაელში ცხოვრობს. დასავლეთი და მოლდოვის მთავრობა მას ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში ადანაშაულებენ. 

თაღლითობისა და ფულის გათეთრებისთვის მას დაუსწრებლად, 15 წლით თავისუფლების აღკვეთა აპრილში მიუსაჯეს.  


2022 წლის ოქტომბრიდან, შორი და მისი პარტია აშშ-ის სანქციების ქვეშ არიან. მაისში ევროკავშირმაც დააწესა სანქციები მის წინააღმდეგ რუსეთის მთავრობასთან ასოცირებისა და მოლდოვაში არეულობის მოწყობის მცდელობაში მისი როლის გამო.