უკრაინის სპეცრაზმი რუსეთის მიერ ოკუპირებულ ყირიმში დაეშვა და ჩაატარა საბრძოლო ოპერაცია, განაცხადა უკრაინის სამხედრო დაზვერვის სააგენტომ (HUR) 4 ოქტომბერს ინტერნეტში გამოქვეყნებული ვიდეოს საშუალებით.
ოპერაცია მოიცავდა ბრძოლას რუსულ ძალებთან, რომლებმაც მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადეს და უკრაინული ძალები უკვე დაბრუნდნენ ოპერაციიდან, იტყობინება უკრაინაში დაფუძნებული მაუწყებელი Hromadske HUR-ის წყაროზე დაყრდნობით.
„სამწუხაროდ, არის დანაკარგები უკრაინულ ძალებს შორისაც", თუმცა არა რუსული მხარის მასშტაბის შესაბამისი,“ განუცხადა HUR-ის სპიკერმა, ანდრი იუსოვმა „უკრაინსკია პრავდას".
„სპეციალური ოპერაცია, რომელიც მიმართულია ყირიმის გათავისუფლებისკენ, გრძელდება,“ - აღნიშნა სპიკერმა.
-
რუსეთმა ყირიმის ანექსია 2014 წელს მოახდინა. რუსეთი უკრაინაში გასული წლის 24 თებერვალს შეიჭრა და ამ დრომდე განაგრძობს სრულმასშტაბიან ომს. უკრაინა ახლა დასავლეთისგან აქტიურად იღებს სამხედრო დახმარებას და კონტრშეტევებს აწარმოებს. მოსკოვი დასავლეთის მძიმე სანქციების ქვეშააა.