NATO-უკრაინის საბჭო (NUC) ოთხშაბათს შეიკრიბა, რათა კიდევ ერთხელ დაადასტუროს ალიანსის გრძელვადიანი მხარდაჭერა უკრაინისადმი და წინ წასწიოს ვილნიუსის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებები. შეხვედრას გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა ხელმძღვანელობდა. მას უკრაინის ვიცე-პრემიერი, ოლგა სტეფანიშინა ესწრებოდა.
„გენერალური მდივნის მოადგილემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინის უსაფრთხოებას ალიანსისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. მან შეაქო მოკავშირეებისა და უკრაინის ძალისხმევა ვილნიუსის სამიტის გადაწყვეტილებების სწრაფად განხორციელებისთვის.
„მოკავშირეები აგრძელებენ უკრაინისთვის არსებითი დახმარების გაწევას, მათ შორის NATO-ს ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტის მეშვეობით და ასრულებენ მნიშვნელოვან სამუშაოს, რათა უზრუნველყონ უკრაინის ძალების NATO-სთან სრული თავსებადობა. ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ უკრაინა NATO-სთან უფრო ახლოსაა, ვიდრე ოდესმე,“ - წერს ალიანსი გავრცელებულ ინფორმაციაში.
NATO-უკრაინის საბჭო პირველად, 26 ივლისს, ვილნიუსის სამიტის შემდეგ შეიკრიბა.