მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა.
მასში რეგიონისა და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზია წარმოდგენილი.
ანგარიშის მიხედვით, ეკონომიკური ზრდის პროგნოზი საქართველოსთვის მატების მიმართულებით დაკორექტირდა და 2023 წელს 5.9 პროცენტამდე გაიზარდა.
ამასთან, 2022 წელს საქართველო და სომხეთი ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის უკვე მეორედ ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნებად დასახელდნენ.
ამგარიშის თანახმად, საქართველომ 2023 წლის მეორე კვარტალში სწრაფი ეკონომიკური ზრდის იმპულსი შეინარჩუნა და გასული წლის მეორე კვარტალთან შედარებით პროდუქციის გამოშვება 7.5 პროცენტით გაიზარდა. ეკონომიკური ზრდის პროგნოზები საქართველოსთვის 2023 წელს 5.9 პროცენტამდე, ანუ მატების მიმართულებით დაკორექტირდა სამომხმარებლო დანახარჯებისა და ინვესტიციების მდგრადობის შენარჩუნების ხარჯზე.
2023 წლის ბოლოს მოსალოდნელია ეკონომიკური ზრდის ტემპის შენელება, სავაჭრო პარტნიორებისა და უცხოეთიდან ფულადი გადმორიცხვების შემცირების ფონზე. კერძოდ, რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის ფონზე, მოსალოდნელია, საქართველოში ფულადი ნაკადების შემცირება, რასაც გაცვლით კურსზე ექნება გავლენა.
მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2024-2025 წლებში ეკონომიკური ზრდა 5%-ის ფარგლებში დასტაბილურება.