აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა და ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ ტელეფონით ისაუბრეს.
CNN-ის ცნობით, ამის შესახებ ოფიციალური პირები იტყობინებიან.
მანამდე ნეთანიაჰუს ოფისმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ ბაიდენმა შაბათს დაურეკა პრემიერ-მინისტრს და ისრაელის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა.
„აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა დაურეკა პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს და ხაზი გაუსვა, რომ აშშ დგას ისრაელის გვერდით და სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი“, - ნათქვამია განცხადებაში.
თავის მხრივ, ისრაელის პრემიერმა მადლობა გადაუხადა აშშ-ის პრეზიდენტს უპირობო მხარდაჭერისთვის. ამასთან, ნეთანიაჰუმ ბაიდენს განუცხადა, რომ საჭირო იქნება ხანგრძლივი და ძლიერი კამპანია, რომელშიც ისრაელი გაიმარჯვებს.