ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ისრაელთან დაკავშირებით განაცხადა, რომ „დაძაბულობისა და ძალადობის ესკალაციის გამო“ „ღრმად შეშფოთებულია“.
სამინისტრომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას „უფრო სასწრაფოდ იმოქმედოს, გააძლიეროს მონაწილეობა პალესტინის საკითხში, ხელი შეუწყოს პალესტინასა და ისრაელს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების ადრეულ განახლებას და იპოვოს გზა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად.“
„მოვუწოდებთ შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, გამოიჩინონ თავშეკავება და დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საომარი მოქმედებები მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად და სიტუაციის შემდგომი გაუარესების თავიდან აცილების მიზნით,“ - განაცხადა უწყების სპიკერმა.
მისივე თანახმად, კონფლიქტის ფუნდამენტური გამოსავალი ორი სახელმწიფოს მიერ გადაწყვეტის პოვნასა და პალესტინის დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ჩამოყალიბებაშია.
სპიკერმა აღნიშნა, ორმ ჩინეთი ამ მიზნით, საერთაშორისო საზოგადოებასთან მუშაობას აქტიურად განაგრძობს.
შეგახსენებთ, 7 ოქტომბერს, პალესტინის მოძრაობა „ჰამასმა“ ისრაელზე ყველაზე მასშტაბური თავდასხმა განახორციელა. ისრაელმა ღაზაზე საპასუხო იერიში დაიწყო. ორივე მხარე ასობით დაშავებულისა და დაღუპულის შესახებ იუწყება. ისრაელის თავდაცცვის ძალების ცნობით, „ჰამასმა" აიყვანა მძევლები და სამხედრო ტყეები. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი “ომშია“ და "ჰამასი" უპრეცედენტო ფასსს გადაიხდის და ისრაელი გაიმარჯვებს.