ისრაელის მთავრობა კოვიდპასპორტებს დაარიგებს

ისრაელის მთავრობა მოსახლეობას კოვიდპასტორტებს დაურიგებს. ჯანდაცვის სამინისტრო უკვვე მუშაობს აღნიშნულ საკითხზე. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცლებს.

პასპორტების დარიგება სავარაუდოდ 21 თებერვლიდან დაიწყება და ე.წ. „მწვანე პასპორტებს“ ყველა ის პირი მიიღებს, ვისაც კოვიდვაქცინა აქვს გაკეთებული ან კორონავირუსი უკვე გადაიტანა.

გავრცელებული ინფორმაციით, კოვიდპასპორტიან მოქალაქეებს სპორტულ დარბაზებში, აუზებზე, გამოფენებსა და სხვა სივრცეებში სიარულის უფლება მიეცემათ.

როგორც ისრაელის ჯაბდაცვის სამინისტროში აცხადებენ, პასპორტების გაყალბების მცდელობა უმკაცრესად დაისჯება.

ცნობისთის, საბერძნეთმა, კვიპროსმა და ისრაელმა კოვიდპასპორტის მქონე მოქალაქეების მოგზაურობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების საფუძველზე, მოგზაურობას შეძლებენ ის მოქალაქეები, რომელთაც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ექნებათ ჩატარებული და ამის დამადასტურებელ დოკუმენტს წარადგენენ.