ირაკლი ღარიბაშვილმა მინისტრთა კაბინეტის განახლებული შემადგელობა წარმოადგინა.
ახალ მინისტრთა კაბინეტში მაია ცქიტიშვილი აღარ იქნება.
„მე და ირაკლი ღარიბაშვილი 15 წელია ვიცნობთ ერთმანეთს, ძალიან ბევრი ერთობლივად გაკეთებული საქმე გვაკავშირებს ჯერ კიდევ საერთაშორისო ფონდ „ქართუში“.
როდესაც ირაკლი ღარიბაშვილი მთავრობის მეთაური იყო, მე მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ვიყავი და ახლა გულწრფელად ვთხოვე, რომ მომცეს საშუალება, დავუბრუნდე ჩემს ოჯახს და გამოვიდე აქტიური პოლიტიკური ცხოვრებიდან და ჩემი ცხოვრების ეს ძალიან საინტერესო 9-წლიანი პერიოდი დავასრულო. ირაკლი ქარსელაძესთან ერთად ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საქმე წამოვიწყეთ.
ძალიან მიხარია, რომ ის და ჩემი არსებული მოადგილეები, გააგრძელებენ ამ საქმეებს. ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრი სასარგებლო საქმე გავაკეთე ქვეყნისთვის სხვადასხვა პოზიციაზე. მადლობას ვუხდი გიორგი გახარიას, რომლის კაბინეტშიც ვიცე-პრემიერი ვიყავი. წარმატებას ვუსურვებ ყველას. მადლობას ვუხდი ბიძინა ივანიშვილს, რომლის პოლიტიკაში მოსვლის პირველივე დღიდან ვიზიარებდი „ქართული ოცნების“ ფასეულობებს, სულისკვეთებას და ყოველთვის ვიქნები ამ პარტიის მხარდამჭერი და გულშემატკივარი. ასევე მინდა მადლობა გადაგიხადოთ ჟურნალისტებს“, - განაცხადა ცქიტიშვილმა.
ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა
შეგახსენებთ, რომ მაია ცქიტიშვილი რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის თანამდებობას იკავებდა.