ირაკლი ღარიბაშვილმა მაია ცქიტიშვილის შემცვლელი დაასახელა

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძე იქნება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა, ირაკლი ღარიბაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამ დრომდე, ირაკლი ქარსელაძე მაია ცქიტიშვილის პირველი მოადგილე იყო.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარადგინა.