ზელენსკი: „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „მარცვლეულის ახალი დერეფანი“ მოლდოვის გავლით რუმინეთში უკრაინული მარცვლეულის ექსპორტისთვის მალე ამოქმედდება. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინას, რუმინეთსა და მოლდოვას შორის თანამშრომლობა მნიშვნელოვან სტიმულს აძლევს ბიზნესის, ინფრასტრუქტურის განვითარებას, სამუშაო ადგილების შექმნას და  სახელმწიფოები ერთად ძლიერდებიან.


უკრაინა-რუმინეთი-მოლდოვის სამკუთხედში ჩვენ შეგვიძლია, შევქმნათ ძალიან ძლიერი საფუძველი არამხოლოდ ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების, არამედ, მთელი ევროპის განვითარებისთვის. პირველ რიგში ეს არის ეკონომიკური განვითარება. ჩვენ უკვე მივაღწიეთ კარგ შედეგს ამ სამკუთხედში ლოგისტიკის განვითარების თვალსაზრისით, მარცვლეულის დერეფანი უკრაინიდან მოლდოვის გავლით რუმინეთამდე მალე ამოქმედდება,“ - განაცხადა ზელენსკიმ რუმინეთის პრეზიდენტ, კლაუს იოჰანისთან ერთად, ბუქარესტში გამართულ პრესკონფერენციაზე.