ირაკლი ღარიბაშვილმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს სადილზე უმასპინძლა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მეუღლესთან − ნუნუკა თამაზაშვილთან ერთად, უნგრეთის პრემიერ-მინისტრს − ვიქტორ ორბანს და მის მეუღლეს − ანიკო ლევაისს სადილზე უმასპინძლა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.


მისივე ცნობით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრისა და მისი მეუღლის პატივსაცემად სადილი „ბიოლში“ გაიმართა.

„ირაკლი ღარიბაშვილმა და ვიქტორ ორბანმა საქართველოსა და უნგრეთს შორის მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობები არაფორმალურ გარემოში განიხილეს,“ - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიქტორ ორბანი სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოს 10 ოქტომბერს ეწვია.