თურქეთი კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო მისიას პირველად ხელმძღვანელობს

კოსოვოში NATO-ს სამშვიდობო ძალების მეთაურმა, იტალიელმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ, პრიშტინაში გამართული ცერემონიის დროს უფლებამოსილება თურქ გენერალ ოზქან ულუტასს გადასცა.

ულუტასმა განაცხადა, რომ ის გრძნობს პასუხისმგებლობას, როდესაც KFOR-ის სათავეში იქნება ამ სენსიტიურ პერიოდში, რომელსაც კოსოვო გადის.

KFOR-ის მისია, რომელიც გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციით შეიქმნა, პირველად 1999 წელს განლაგდა და ახლა 27 ქვეყანას მოიცავს. თურქეთი მისიაში სიდიდით მეორე კონტრიბუტორია, სულ 4500 ჯარისკაცით.


შეგახსენებთ, 24 სექტემბერს მე-14 საუკუნის მართლმადიდებლურ ტაძარზე თავდასხმას ოთხი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. მონასტრის ტერიტორიაზე 30-მდე შეიარაღებულმა პირმა მიიტანა იერიში, რასაც კოსოვოს პოლიციასთან სროლა მოჰყვა. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა ღრმა შეშფოთება გამოთქვეს და თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

ცნობისთვის, კოსოვომ დამოუკიდებლობა 2008 წელს გამოაცხადა. სერბეთი არ ცნობს კოსოვოს დამოუკიდებლობას. ევროკავშირის ქვეყნების უმეტესობა აღიარებს კოსოვოს, თუმცა სერბეთის მოკავშირეები - რუსეთი და ჩინეთი - არა.