ნეთანიაჰუ ბლინკენთან შეხვედრის შემდეგ: „ჰამასი“ განადგურდება ისე, როგორც - ISIS-ი

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ მადლობა გადაუხადა შეერთებულ შტატებს "ისრაელისადმი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის". მან აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე, განაცხადამ რომ ბლინკენის ვიზიტი იყო „ამერიკის ცალსახა მხარდაჭერის კიდევ ერთი ხელშესახები მაგალითი ისრაელისთვის.“

„ჰამასი“ ისლამური სახელმწიფოა და როგორც „ისლამური სახელმწიფო“ გაანადგურეს, ისევე განადგურდება და „ჰამასსაც“ ზუსტად ისევე უნდა მოექცნენ, როგორც „ისლამურ სახელმწიფოს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.


მისი თქმით, „ჰამასთან“ ურთიერთობა ყველა ქვეყანამ უნდა შეწყვიტოს.

„არცერთი ლიდერი არ უნდა შეხვდეს მათ, არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა შეიფაროს ისინი და ისინი, ვინც ამას გააკეთებს, უნდა დასანქცირდეს,“ - განაცხადა ნეთანიაჰუმ.