ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ რეგიონის ალყა შენარჩუნდება, ვიდრე „ჰამასი“ არ გაათავისუფლებს დაახლოებით 150 მძევალს. ისრაელს ღაზაზე მასიური იერიშებ მიაქვს. „ჰამასის“ თავდასხმის შემდეგ ისრაელმა გადაკეტა პირველადი მოხმარების პროდუქტის მიწოდება ღაზის სექტორში, შეწყვიტა ელექტროენერგიის მიწოდება.
„აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის ვიზიტი, აშშ-ის მხრიდან იარაღის მიწოდებასთან ერთად, ძლიერი მწვანე შუქი იყო ისრაელისთვის, რათა გაეგრძელებინა „ჰამასის“ მიმართ შურისძიება შაბათ-კვირის თავდასხმის შემდეგ, წერს AP.
ბლინკენმა 12 ოქტომბერს თელ-ავივში გამართა პრესკონფერენცია ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთად. განაცხადა, რომ აშშ „მუდამ“ ისრაელის გვერდით იქნება, ვიდრე იარსებებს.
„ჰამასის" თავდასხმის შემდეგ ისრაელში 1300-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 247 ჯარისკაცია. ისრაელის დაბომბვის შედეგად ღაზაში, ორივე მხარის ცნობით, დაღუპულია 1400-ზე მეტი ადამიანი. ისრაელი აცხადებს, რომ "ჰამასის" დაახლოებით 1500 მებრძოლი მოკლეს ისრაელის შიგნით და რომ ღაზაში დაღუპულია "ჰამასის" ასობით წევრი.