აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია ამზადებს დაფინანსების პაკეტს, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება 2 მილიარდ დოლარს და რომელიც მოიცავს სამხედრო დახმარებას უკრაინისა და ისრაელისთვის, განაცხადა ეროვნული უსაფრთხოების საკითებში პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯეიკ სალივანმა 15 ოქტომბერს.
სალივანმა CBS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ რომ თეთრი სახლი მომავალ კვირაში გამართავს ინტენსიურ მოლაპარაკებებს კონგრესთან, რათა პაკეტის დამტკიცება უზრუნველყოს.
მედიამ ადრე გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბაიდენის ადმინისტრაცია და კონგრესის წამყვანი წევრები ისრაელისთვის 2 მილიარდი დოლარის დახმარების პაკეტს ამზადებენ.
NBC News-ის ცნობით, თეთრი სახლი ცდილობს ისრაელისთვის დაფინანსების შეფუთვას უკრაინის, ტაივანისა და სხვა მიზნებისთვის, რადგან კიევისთვის დახმარება ულტრამემარჯვენე კანონმდებლების წინააღმდეგობას აწყდება.
„კითხვას, იქნება თუ არა მხარდაჭერის ახალი ტრანში 2 მილიარდი დოლარის მოცულობის,“ სალივანმა უპასუხა, რომ „რიცხვი გაცილებით მეტი იქნება.“
„მაგრამ, როგორც ვთქვი, (ეს პაკეტი, რედ.) აუცილებლად მოიცავს საჭირო სამხედრო აღჭურვილობას უკრაინაში თავისუფლების, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის, და ისრაელის თავაცვის დახმარებისთვის, როდესაც ის თავის ტერორისტ მტრებს ებრძვის,“ - განაცხადა სალივანმა.
უკრაინის დახმარება ახლახან კონგრესში დავის საგანი გახდა, რასაც პალატის სპიკერის, კევინ მაკკარტის გადაყენება მოჰყვა. რესპუბლიკელები უკრაინის მიმართ ვაშინგტონის მხარდაჭერის დონეს სულ უფრო მეტად აკრიტიკებენ.