ირაკლი ღარიბაშვილის მთავრობას პარლამენტის ხუთმა კომიტეტმა ნდობა გამოუცხადა

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების და რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტებმა, ერთობლივ სხდომაზე, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის სამთავრობო პროგრამას და მთავრობის განახლებულ შემადგენლობას მხარი დაუჭირეს.

დღეს დეპუტატებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ, ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა ივანე მაჭავარიანმა; გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრობის კანდიდატმა ლევან დავითაშვილმა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი ირაკლი ქარსელაძემ, 2021-2024 წლის „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ სამთავრობო პროგრამა წარუდგინეს.

ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა გუშინ წარადგინა.