რუმინეთის ბაზაზე საფრანგეთის Rafale-ის ტიპის გამანადგურებლები განლაგდნენ

საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსური ძალების შემადგენლობა, რომელიც დაახლოებით, 40 ჯარისკაცისგან და სამი Rafale-ის ტიპის გამანადგურებლებისგან შედგება, ორშაბათს, 16 ოქტომბერს, 86-ე საჰაერო ბაზაზე (კომუნა Borcea) ჩავიდა.

ფრანგი სამხედროები შეასრულებენ ერთობლივ სასწავლო მისიებს ჯარისკაცებთან და რუმინეთის საჰაერო ძალების თვითმფრინავებთან ერთად. რუმინეთის თავდაცვის სამინისტროს განმარტებით, ერთობლივი სასწავლო მისიები ხელს უწყობს სწრაფი რეაგირებისა და შეკავების შესაძლებლობების გაზრდას, ასევე, რუმინეთის საჰაერო ძალებსა და საფრანგეთის საჰაერო და კოსმოსურ ძალებს შორის თავსებადობის გაძლიერებას.


29 აგვისტოს რუმინეთმა და ნიდერლანდებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის მიხედვითაც, ისინი F-16-ის ტიპის თვითმფრინავების ერთობლივ საწვრთნელ ბაზას გახსნიან. საწვრთნელ ცენტრში უკრაინელი პილოტები ახალი საბრძოლო თვითმფრინავების მართვას ისწავლიან.