პოლიციამ ბრიუსელში ორი ადამიანის მკვლელობაში ეჭვმიტანილის დაღუპვა დაადასტურა

45 წლის კაცი, რომელიც ეჭვმიტანილია ბრიუსელში ორი შვედი ფეხბურთის ქომაგის მკვლელობაში, სამშაბათს კაფეში, პოლიციის მიერ გასროლის შედეგად დაიღუპა.

„ბრიუსელის ტერაქტში დამნაშავე იდენტიფიცირებულია, ის დაიღუპა,“ - დაწერა შინაგან საქმეთა მინისტრმა ანელის ვერლინდენმა X-ზე.

მედიის ცნობით, კაცი, რომელსაც ჭრილობა გულმკერდის არეში ჰქონდა მიყენებული, საავადმყოფოში გარდაიცვალა. ის ორშაბათს ღამით ბრიუსელის ცენტრში, შვედეთის ორი მოქალაქის მკვლელობაში და მესამე ადამიანის დაჭრაშია ეჭვმიტანილი.


პრემიერ-მინისტრმა ალექსანდრე დე კრუმ ორშაბათის სროლას სასტიკი „ტერორისტული თავდასხმა" უწოდა.

„წუხელ სამი ადამიანი გაემგზავრა მშვენიერი ფეხბურთის ზეიმზე. მათგან ორის სიცოცხლე შეეწირა სასტიკ ტერორისტულ თავდასხმას,“ - განაცხადა დე კროომ პრესკონფერენციაზე. „დამნაშავის სამიზნე იყვნენ შვედეთის გულშემატკივრები, რომლებიც ბრიუსელში იყვნენ „წითელი ეშმაკების“ („მანჩესტერ იუნაიტედი“, რედ.) ფეხბურთის მატჩზე დასასწრებად,“ - განაცხადა დე კროომ.

პოლიციამ 16 ოქტომბერს განაცხადა, რომ ბრიუსელის ცენტრში სროლის შედეგად, ორი ადამიანი დაიღუპა.