აზერბაიჯანი თურქეთთან ერთობლივ ტაქტიკურ წვრთნებს ჩაატარებს. შესაბამის ინფორმაციას აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
„ერთობლივი ტაქტიკური წვრთნების ჩატარება 23-25 ოქტომბერს რამდენიმე მიმართულებით იგეგმება, მათ შორის ქალაქ ბაქოს, ნახიჩევანის ავტონომიური რესპუბლიკისა და გათავისუფლებული ტერიტორიების ჩათვლით,” - ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.
თურქეთის რესპუბლიკის დაარსების მე-100 წლისთავისთვის მიძღვნილ ტაქტიკურ წვრთნებში მონაწილე თურქი სამხედრო მოსამსახურეები და ავიაცია უკვე ჩავიდა აზერბაიჯანში.