საფრანგეთი „საქართველოს მთავრობისგან რეფორმების განხორციელებაზე კონცეტრირებას ელის“

საქართველოში საფრანგეთის საელჩო საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურასთან დაკავშირებით ქვეყნის საგარეო უწყების განცხადებას ავრცელებს.

საელჩო ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობასა და თანმიმდევრულობას უსვამს ხაზს.

საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებასა და ძალისხმევის კონცენტრირებას რეფორმების განხორციელებაზე, რაც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან არის დაკავშირებული.


„საფრანგეთმა ცნობად მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, მთავრობის მხარდაჭერით, საპარლამენტო უმრავლესობის მიერ საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის წინააღმდეგ დაწყებული იმპიჩმენტის პროცედურის დადასტურების შესახებ.

ქვეყნის მომავლისთვის გადამწყვეტ მომენტში, როცა ევროპული ღირებულებების ირგვლივ ერთიანობა და თანმიმდევრულობა უნდა ჭარბობდეს, საფრანგეთი ელის საქართველოს მთავრობისგან, რომ ის მოახდენს პასუხისმგებლობის დემონსტრირებას და თავისი ძალისხმევის კონცენტრირებას ყველა რეფორმის განხორციელებაზე, რომელიც აუცილებელია დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის განმტკიცებისთვის, რაც დაკავშირებულია, კერძოდ, ევროკომისიის მიერ, საქართველოს ევროკავშირში გაწევრების განაცხადის შესახებ 2022 წლის ივნისის დასკვნაში განსაზღვრულ 12 პრიორიტეტთან,“ - ნათქვამია განცხადებაში.