ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე: ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება

"ყურად უნდა ვიღოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში იყო", – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მაკა ბოჭორიშვილმა განცხადა.

როგორც ბოჭორიშვილმა მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებზე საერთაშორისო გამოხმაურებების კომენტირებისას აღნიშნა, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთხელ გაჟღერდა მოწოდება, რომ პოლიტიკური დიალოგი უნდა გაგრძელდეს პარლამენტში.

„ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები ძალიან აქტიურად აკვირდებიან საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ბოლო პერიოდში მათი მხრიდან გვესმის არაერთი მოწოდება, რომ დროულად შევძლოთ სახელმწიფო ინსტიტუტების სრულყოფილი ფუნქციონირება, პარლამენტში გავაგრძელოთ პოლიტიკური დიალოგი, ისე, როგორც ეს არჩევნების შედეგებმა დაგვავალა. შესაბამისად, ძალიან მნივნელოვანია, რას ამბობენ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და ყურად უნდა ვიღოთ ყველა მოწოდება, რაც ამ ბოლო პერიოდში ყოფილა ჩვენი პოლიტიკური ძალების მიმართულებით“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

რა საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროინტეგრაციას მიმდინარე პოლიტიკური პროცესები - საერთაშორისო პარტნიორების განცხადებები