ეკონომიკის სამინისტრო 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს

ეკონომიკის მინისტრობის 2021 წელს, 50 სახელმწიფო საწარმოს გაყიდვას გეგმავს. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა ნათია თურნავამ განაცხადა.

როგორც პარლამენტში კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე თურნავამ აღნიშნა, სამინისტრო უახლოეს პერიოდში, 10 საწარმოს გამოიტანს გასაყიდად.

აქტიური მუშაობა გვაქვს დაწყებული სახელმწიფო საწარმოებთან მიმართებაში. საპარლამენტო კომიტეტების მიერ წარმოებული მოკვლევების დასკვნების საფუძველზე 2 მიმართულებით მივდივართ ერთი - სტრატეგიული სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და მათი კორპორატიზაციაა და მათი შემდგომი შესაძლებლობა, რომ მეტად დამოუკიდებლები იყვნენ ფინანსურად, მაგრამ ეს არის რამდენიმე სტრატეგიული საწარმო. ჩვენ ამ ახალი აქტიური პრივატიზაციის პოლიტიკის შედეგად ვფიქრობთ, რომ წლის ბოლომდე სულ მცირე 50 სახელმწიფო საწარმო იქნება შეთავაზებული პრივატიზების პროცესში კერძო ბიზნესისთვის. უახლოეს პერიოდში პირველი 10 საწარმო იქნება შეთავაზებული. ეს არ ნიშნავს, რომ წელს ყველა გაიყიდება, მაგრამ ეს იქნება ძალიან საინტერესო შეთავაზება“, - განაცხადა თურნავამ.

ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა წიაღისეულისა და სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების კუთხით დაგეგმილ რეფორმაზეც ისაუბრა.

"შეგვიძლია თამამად დავიწყოთ სასოფლო სამეურნეო მიწების პრივატიზების პროცესი უფრო აქტიურად, ვიდრე ეს აქამდე იყო. მნიშვნელოვანი რეფორმაა წიაღის რეფორმა, რა დროსაც მოხდება დივერსიფიცირება ლიცენზიის სახეობების, ზედამხედველობის სისტემის დახვეწა, სოციალური პასუხისმგებლობის უნიფიცირება და აქტიურად შევთავაზოთ ბიზნესს ჩვენი წიაღისეული. 50 საბადოს ახალი პაკეტი ასევე იგეგმება და ვფიქრობთ, რომ იმ საპრივატიზაციო პაკეტთან ერთად შევთავაზებთ ბიზნესს", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.