რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს - მედია

რუმინეთი უკრაინის საზღვრის გასწვრივ დრონების საწინააღმდეგო სისტემას დაამონტაჟებს. უკრაინული მედიის ცნობით, ამის შესახებ რუმინული გამოცემა Digi24 მთავრობის წყაროებზე დაყრდნობით წერს.


დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს.

ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს.

რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.