მელონი ნეთანიაჰუს: იტალია ისრაელის გვერდით დგას

21 ოქტომბერს, კაიროს სამშვიდობო სამიტის დასასრულს, იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯია მელონი თელ-ავივში გაემგზავრა, სადაც ისრაელის პრემიერ მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.

„იტალია ისრაელის გვერდით დგას,“ - განუცხადა მელონიმ ნეთანიაჰუს ისრაელის მედიის ცნობით.

იტალიის პრემიერი იმ ევროპელ ლიდერებს შორისაა, რომლებმაც მკაცრად დაგმეს ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის სისასტიკე. „ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე ომის აქტი,“ განუცხადა მან ნეთანიაჰუს.


იტალია მხარს უჭერს ისრაელის არსებობისა და თავის დაცვის უფლებას ტერორიზმთან ბროლაში.

ჩვენ გვჯერა და ვფიქრობთ, რომ თქვენ შეძლებთ ამის გაკეთებას საუკეთესო გზით, რადგან ჩვენ განვსხვავდებით იმ ტერორისტებისაგან,“ - აღნიშნა იტალიის პრემიერმა.