ავსტრალიაში ვაქცინაცია დაიწყო. ერთ-ერთმა პირველმა კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა გაიკეთა. სკოტ მორისონი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
ავსტრალიაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინა იანვარში დაარეგისტრირეს, თებერვალში კი ადგილობრივმა რეგულატორმა Astrazeneca-ს ვაქცინის გამოყენების ნებართვა გასცა.
პირველი ავსტრალიელი, რომელიც Pfizer/BioNTech-ის ვაქცინით აიცრა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი, 84 წლის ჯეინ მალისიაკი იყო.