ჩინეთის თავდაცვის მინისტრი ბოლო სამ თვეში მეორე მაღალჩინოსანია, რომელიც თანამდებობიდან გადააყენეს.
გენერალი ლი შანგფუ, რომელიც ორი თვის განმავლობაში არ ჩანდა საზოგადოების წინაშე, თავდაცვის მინისტრისა და სახელმწიფო მრჩევლის თანამდებობიდან გაათავისუფლებულია. ამის შესახებ Reuters-ი სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით წერს.