პაპუაშვილი ე.წ. 3+3 პლატფორმაზე: საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ჩვენი ტერიტორიების დეოკუპაცია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადების კომენტირებისას გამორიცხა ე.წ. 3+3 ფორმატში მონაწილეობა.

შალა პაპუაშვილმა აღნიშნა, საქართველოს პირობები ცნობილია და ეს არის ტერიტორიების დეოკუპაცია.


მისი თქმით, ფორმატში, სადაც წარმოდგენილია ის ქვეყანა, რომელსაც საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებული აქვს, რა თქმა უნდა, ჩვენი მონაწილეობა გამორიცხულია.

„პირველი ნაბიჯია - საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაცია. პირველი შემთხვევა არ არის, როცა რუსეთის მხრიდან ასეთი განცხადება გვესმის. ჩვენი პოზიცია მათთვისაც ცხადია. სიმბოლიზმები და რიცხვების დასახელება მხოლოდ გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს ცალკეული ჯგუფებისთვის. ჩვენ ამას მშვიდად ვუდგებით იმ მხრივ, რომ ჩვენი პირობები ცნობილია და ეს არის საქართველოს დეოკუპაცია,” - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.