ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის განცხადებით, ჩინეთი მზადაა, ითანამშრომლოს შეერთებულ შტატებთან, რათა ორივე მხარემ მართოს თავიანთ უთანხმოებები და ერთად იმუშაონ გლობალურ გამოწვევებზე რეაგირებისთვის. შესაბამის ინფორმაციას Reuters-ი ჩინეთის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
„შეძლებენ თუ არა შეერთებული შტატები და ჩინეთი, დაამყარონ ურთიერთობის სწორი გზა, გადამწყვეტი იქნება მსოფლიოსთვის,“ - აღნიშნა ჩინეთის პრეზიდენტმა.
ჩინეთის პრეზიდენტის თქმით, საჭიროა უფრო სტაბილური ორმხრივი კავშირები, რომელიც, უნდა აშენდეს "ურთიერთპატივისცემის, მშვიდობიანი თანაარსებობისა და ორმხრივად მომგებიანი თანამშრომლობის" პრინციპებზე.
ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი ვაშინგტონს ეწვევა.