უელსის პარლამენტმა ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად აღიარა.
„ეს მნიშვნელოვანი ეტაპია ისტორიული სამართლიანობის აღდგენისა და მილიონობით უდანაშაულო მსხვერპლის შესახებ ცნობიერების ამაღლების საქმეში!” წერს უკრაინის საელჩო დიდ ბრიტანეთში.
ცნობისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად 13 ოქტომბერს აღიარა.
2018 წლის 3 ოქტომბერს აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლობითმა პალატამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ჰოლოდომორი უკრაინელი ხალხის გენოციდად არის აღიარებული.