რუმინეთმა უკრაინის საზღვართან დუნაის დელტაზე ანტიდრონების სისტემა დაამონტაჟა. ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა განაცხადა.
დუნაის უკრაინულ მხარეს მდებარე პორტები რენი და იზმაილი რუსული საჰაერო ძალების მხრიდან აქტიურად იბომბება, რის გამოც, რუმინეთი დაცვის ზომებს აძლიერებს.
ეს ზომები მოიცავს გაფრთხილების საშუალებების დამონტაჟებას, რომელიც საბრძოლო მასალის ნაწილის ჩამოვარდნის შემთხვევაში იმოქმედებს.
რუმინეთის ტერიტორიაზე რუსული დრონის ნამსხვრევები რამდენჯერმე აღმოაჩინეს.