რობინ დანიგანი გერტ იან კოპმანს ბრიუსელში შეხვდა

ამერიკის ელჩი საქართველოში, რობინ დანიგანი სამეზობლოსა და გაფართოების მოლაპარაკებების საკითხებში ევროკომისიის გენერალური დირექტორატის (DG NEAR) გენერალურ დირექტორს, გერტ იან კოპმანს შეხვდა. ამერიკის საელჩოს ცნობით, მხარეებმა განიხილეს საქართველოს შემდგომი ინტეგრაცია ევროკავშირთან და დასავლეთთან.

„ელჩ დანიგანს შესანიშნავი შეხვედრა ჰქონდა გერტ იან კომპანთან. მათ განიხილეს აშშ-ევროკავშირის ძლიერი თანამშრომლობა ჩვენი საერთო მიზნის - ევროკავშირთან და დასავლეთთან საქართველოს შემდგომი ინტეგრაციის მხარდასაჭერად,“ - აღნიშნულია ამერიკის საელჩოს ინფორმაციაში.

თავის მხრივ, კომპანმა ხაზი გაუსვა, რომ აშშ- და ევროკავშირი საქართველოში მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან და მათი თანამშრომლობა გაგრძელდება.